რეზონანსი
23.03.2017

 21 წლის მამაკაცს უკვე სამი დღეა რუსთავში უშედეგოდ ეძებენ. გიორგი ალიევი სახლიდან 20 მარტს გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.

„მოამბის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ყავისფერი ქურთუკი და ლურჯი შარვალი ეცვა. როგორც დაკარგულის დედამ განაცხადა, ის ღამის 23:30-მდე ცდილობდა შვილთან დაკავშირებას და ტელეფონს არ პასუხობდა. შუაღამის შემდეგ კი, დაკარგული გიორგი ალიევის ტელეფონი საერთოდ გაითიშა.

დაკარგულის დედა საეჭვო გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სახლიდან გასვლამდე მის შვილს ტელეფონზე დაურეკეს, მან კი ზარის ავტორის ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ოჯახმა დახმარებისთვის უკვე მიმართა სამართალდამცავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×