ხვალ საქართველოს დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის სუსტი ქარი, 8-13 მ/წმ-ში. მსგავსი ამინდი თბილისში, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
სინოპტიკოსები უნალექო ამინდს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვარაუდობენ. ღამით ზოგიერთ რაიონში ძლიერი ყინვა იქნება.
23 მარტს ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, სტეფანწმინდაში -8, ხოლო მაქსიმალური, ქუთაისსა და ფოთსა და რუსთავში 16 გრადუსი იქნება.
იხილეთ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:
თბილისი - 1/15
ბათუმი - 4/14
სოხუმი - 2/13
გორი - -5/13
თელავი - 1/15
ახალციხე --6/12
ქუთაისი - 3/16
ფოთი - 3/15
ცხინვალი - -6/12
ბორჯომი - -5/12
მესტია - -6/4
ზუგდიდი - 0/15
ზესტაფონი - 1/15
ჭიათურა - 0/13
რუსთავი - 2/16
ოზურგეთი - 2/15
სტეფანწმინდა - -8/1
22 მარტს თბილისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 1951 წელს +23.8 მინიმალური კი 1940 წელს, -4.1 გრადუსი დაფიქსირდა.