რეზონანსი
21.03.2017

 რუსეთის სახელმწიფოს სათათბირო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსული ენის მცოდნე პირებს მოქალაქეობის მიღება გაუადვილდებათ.

რუსეთის დუმაში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, ყოფილ სსრკ-ში დაბადებულ ყველა ადამიანს და მათ შთამომავლებს რუსული პასპორტის გამარტივებული წესით აღება შეეძლებათ.

კანონპროექტი რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა წარადგინა. მისი ერთ-ერთი ავტორი, ნატალია პოკლონსკაიაა.

დოკუმენტი „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ" და „უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ" კანონებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აღნიშნული საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თხოვნით განვითარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×