რეზონანსი
21.03.2017

 სასამართლომ რატი გაჩეჩილაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემისთვის 3100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალის აღიარება და ისიც, რომ გაჩეჩილაძე აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა.

ინციდენტი 7 იანვარს, რესტორან „Dining Room"-ში მოხდა.

გაჩეჩილაძემ გვარამიაზე თავდასხმა „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე აღიარა და პოლიციაში გამოცხადდა. მისი თქმით, ეს იყო რეაქცია მისი ოჯახის ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე.

„პირობას ვდებ, არ მივიღებ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. საფლავის კარამდე ჩავყვები და ბოლომდე ვაზღვევინებ. მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება" - წერდა გვარამია „Facebook"-ის გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×