რეზონანსი
21.03.2017

 შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვში გაემგზავრება. რექს ტილერსონს რუსეთის დედაქალაქში აპრილის დასაწყისში ელოდებიან. სააგენტო „Reuters"-ის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში გამგზავრების გამო, ტილერსონი ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და ვაშინგტონში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს გამოტოვებს.

ამ გადაწყვეტილების გამო, სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენების კრიტიკა დაიმსახურა. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში, ნატოს სამიტის გამოტოვებას შეცდომა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონის პარტნიორების მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან დაახლოების მცდელობად იქნება აღქმული.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „Reuters"-თან საუბარში განაცხადა, რომ ტილერსონი ჯერ იტალიაში გაემგზავრება, სადაც დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება, რის შემდეგაც უკვე მოსკოვში გამართავს მოლაპარაკებებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×