ქუთაისში ძაღლების შესაძლო დახოცვის გეგმის შესახებ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, ცხოველთა დაცვის ფედერაციის წამომადგენლებმა ისაუბრეს. თემურ ლაჭყებიანი ამბობს, რომ „სპეციალურმა სერვისებმა" 20 კილოგრამი ინგლისური მარილი გამოიწერეს. ამ რაოდენობის შენაძენი ცხოველთა დამცველებში ეჭვს იწვევს, რომ ძაღლების ევთანაზია იგეგმება.
ცხოველთა უფლებების დამცველები კიდევ ერთ ბრალდებას უყენებენ აიპ „სპეციალურ სერვისებს" და ამბობენ, რომ სანარკოზე საშუალებები შეძენილი არ არის, რის გამოც ძაღლებს ოპერაციების დროს ტკივილს არ უყუჩებენ.
აიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორი ცხოველთა დაცვის ფედერაციის ბრალდებებს უარყოფს. გელა გაგუას თქმით, 20 კილოგრამი მარილი არამხოლოდ ძაღლებისთვის, მსხვილფეხა საქონლისთვისაც შეიძინეს. რაც შეეხება ნარკოზის გარეშე ოპერაციების გაკეთებას, გაგუა ამას კატეგორიულად გამორიცხავს.
,,ცხოველთა თავშესაფარში მსხვილფეხა პირუტყვიც გვყავს. ინგლისური მარილი კი ფაღარათის შემთხვევაში გამოიყენება. თუ ძაღლების შემთხვევაში 20 გრამი შეიძლება გამოვიყენოთ, მსხვილფეხა პირუტყვზე მათი წონის მიხედვით განისაზღვრება. შეიძლება ერთ მიღებაზე კილოგრამიც დაგვჭირდეს", - განმარტავს ვეტექიმი რობერტ გოდოლაძე.