რეზონანსი
21.03.2017

 გვიან ღამით ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში მოგლიჯა ხეები, სარეკლამო ბანერები, სხვადასხვა კონსტრუქცია და შენობის სახურავები. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო 500-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

გადადებულია რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ქარის სიჩქარემ ზოგიერთ რაიონში საათში 116 კილომეტრს მიაღწია და შესაბამისად, მას გრიგალის კატეგორია მიენიჭა.

ალექსიძის ქუჩაზე ხე დაეცა ავტომობილს, რომელშიც მძღოლი იმყოფებოდა, თუმცა ის არ დაშავებულა. მსგავსი შემთხვევები იყო თბილისის რამდენიმე უბანში.

ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×