რეზონანსი
21.03.2017

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიწვევით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალს დაესწრება.

კოალიციის მიზანი „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და ტერორიზმის საფრთხეების, ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.

პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. საქართველო კოალიციას 2014 წელს შეუერთდა.

მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ორმხრივ შეხევდრებს მართავს.

„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, მუდმივად ვიყოთ დღის წესრიგში. გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ახალ ადმინისტრაციასთან და მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. ურთიერთობა ახალ იმპულსებს იძენს" , - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×