რეზონანსი
20.03.2017

 განაში, ქალაქ კინტამპოში, ტურისტების რჩეულ ადგილას, კინტამპოს ჩანჩქერთან შტორმმა გიგანტური ხე მოწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ხის დაცემის შედეგად დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილებს შორის ძირითადად სტუდენტები და მოსწავლეები არიან.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის განცხადებით, სტუდენტები შემთხვევის დროს ცურაობდნენ. მაშველებს ხის ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად ელექტროხერხის გამოყენებაც დასჭირდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×