რეზონანსი
19.03.2017

 რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივნის განმარტებით, გერმანული სპეცსამსახურების დამოკიდებულება ფეთჰულა გიულენისა და მისი მოძრაობის მიმართ, მეტყველებს იმაზე, რომ გერმანია თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებას მხარს უჭერდა. ამის შესახებ იბრაჰიმ კალინმა „CNN Turk"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შაბათს გერმანიის დაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსმა, ბრუნო კალიმ განაცხადა, რომ ანკარაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის თანამონაწილეობის დასადასტურებლად მტკიცებულება არ არსებობს.

„თურქეთი აქტიურად ცდილობდა გიულენის ბრალეულობაში ჩვენს დარწმუნებას სხვადასხვა დონეზე, თუმცა აქამდე ვერ მოახერხა", - განაცხადა კალიმ.

თურქეთის პრეზიდენის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რეფერენდუმის წინ გერმანიაში აგიტაციის ჩატარება არ გამორიცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×