რეზონანსი
19.03.2017

 პრემიერმინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობის წევრებს ხვდება. გასვლითი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, კაჭრეთში მიმდინარეობს.

ჟურნალისტებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს და კომენტარიც არავის გაუკეთებია. უცნობია კონკრეტულად რა საკითხებზე საუბრობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

პარტიის შიდა საკოორდინაციო შეხვედრა სისტემატურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. ამჟამად შეხვედრას საქართველოს პრემიერმინისტრი, მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან. ისინი პარტიის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

როგორც ცნობილია, შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრის დეტალებს გაასაჯაროვებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×