ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
„რასაც არ უნდა გიყვებოდნენ ცრუ საინფორმაციო გამოშვებები, იცოდეთ, რომ მე შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან" , - წერს დონალდ ტრამპი „Twitter"-ის საკუთარ გვერდზე.
დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ გერმანიას ძლიერი და ძვირადღირებული თავდაცვის გამო, შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მიმართ დიდი დავალიანება აქვს, რისი გადახდაც მოუწევს.
პარასკევს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის ლიდერებმა ნატო-ს ფინანსირებისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მერკელს, რომელიც ნატო-ს ბიუჯეტში, ქვეყნის მშპ-ის 2 პროცენტამდე ოდენობის თანხის შეტანას დათანხმდა.