რეზონანსი
19.03.2017

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.

გარემოსდაცვითი უწყების ცნობით, გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დაეკისრა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა დაემატება.

სამინისტროს ინფორმაციით, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×