რეზონანსი
19.03.2017

 რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარედ, ქვის გადამამუშავებელ საამქროში გამთენიისას გაჩენილ ხანძარს, მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ხანძარი მუშების მოსასვენებელ ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობდა და ცეცხლის ჩაქრობა სწრაფად მოახერხეს, შემდეგ კი ჯიხურში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×