რეზონანსი
18.03.2017

 უცხოური მედიის გადმოცემით, პარიზში „ორლის" აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც მან პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე მოხდა, ხოლო „ორლის" აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა დილის 08:30 საათზე.

პოლიციისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ მამაკაცმა სხვა მანქანა გაიტაცა, რომელიც მოგვიანებით აეროპორტის პარკირების სივრცეში აღმოაჩინეს. ავტომობილში პოლიციელებმა სისხლიანი პერანგი და დოკუმენტები იპოვეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×