რეზონანსი
18.03.2017

 საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს პარლამენტს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს.

"დღეს მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ამ პროცედურაში უნდა იყოს ასევე ჩართული იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამგვარად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს,"-განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ

მისივე თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტის ეს უფლებამოსილება არ შემცირებულიყო, უბრალოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამატებოდა. თუმცა უმრავლესობაში ამ მოსაზრებამ მხარდაჭერა ვერ მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×