რეზონანსი
18.03.2017

 საკონსტიტუციო კომისიამ ე. წ. სტრასბურგის მოდელის შექმნის ინიციატივაზე უარი განაცხადა. გუშინ, კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნულის შესახებ განცხადება კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ, გააკეთა. მისი თქმით, იყო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მისცემოდა რეალური კონტროლის შესაძლებლობა ანუ საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების კონსტიტუციური კონტროლის კომპეტენცია.

„სამწუხაროდ, ეს საკითხი უარყოფილია და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლება არ მიენიჭება", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×