რეზონანსი
17.03.2017

 ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული დავით ხარშილაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრეს.

ელისო კილაძე აღნიშნავს, რომ მისი შვილის დაკავება მისივე საქმიანობას უკავშირდება. კილაძის თქმით იგეგმებოდა მისი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა.

„იყო კიდევ რამდენიმე კულუარული თემა, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს მატერიალურ კეთილდღეობას. გარანტი ამისი გახლდათ თავად ბიძინა ივანიშვილი და ჩემი თანხმობის შემთხვევაში იგეგმებოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა... მას შემდეგ, რაც ჩემი პოზიცია პირველივე ეთერიდან მოისმინეს, რომ არცერთ შემთხვევაში არ განიხილება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა ჩემი შვილის პატიმრობის საპირწონედ, მათ დაამძიმეს მაქსიმალურად მუხლი და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჩემს შვილს ემუქრება პატიმრობა 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა იმ ჩადებული ნარკოტიკის გამო," - განაცხადა ელისო კილაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×