რეზონანსი
17.03.2017

 ეკა ბესელია საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ ინიციატივას, რომელიც ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებას ეხება, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოდელის შექმნა რთული და კომპლექსური თემაა

„ამას სჭირდება ძალიან ღრმა, სისტემური ანალიზი. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უნივერსალური ფუნქცია კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების და ის, რომ მას დამატებით შესძინოს ის ფუნქციები, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადახედვა დაიწყოს ანუ ერთგვარი მინი მოდელი შეიქმნას სტრასბურგის სასამართლოსი, ასეთი მარტივი თემა არ არის. ერთგვარად შეიძლება დუბლირების პრობლემაც გაჩნდეს, იმიტომ რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის საგამონაკლისო წესი ისედაც არსებობს. ჩვენ დავამატეთ ამ გამონაკლის წესებს კიდევ რამდენიმე პუნქტი და ამას დღეს ახორციელებს უზენაესი სასამართლო. თუ ამ ფუნქციის პარალელურ ფუნქციას ვაძლევთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ამას ძალიან ღრმა ანალიზი სჭირდება,"-განაცხადა ბესელიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×