რეზონანსი
17.03.2017

 ვანში, სოფელ ზეინდარში შვილმა მამა თოფით მოკლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა- შვილს ოჯახში კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.

"როგორც ვიცი, მამა და შვილი ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება ჰქონდათ ოჯახში,"-განაცხადა ვანის გამგებლის წარმომადგენელმა.

შვილის თქმით, მამა მისკენ წალდით თუ ნაჯახით წავიდა და მან თოფი ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის იარაღი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×