რეზონანსი
17.03.2017

 „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით განმარგება გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილმა. მისივე განცხადებით, ის გამორიცხავს მოსამართლეებზე პოლიტიკურ ზეწოლას და მხარეებს მოუწოდებს, დაელოდონ უზენაესი სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

მოსამართლის თქმით, დიდი პალატის განხილვის საკითხი იყო საკუთრებასთან დაკავშირებული დავა და შესაბამისად, სასამართლომ თავისი სამართლებრივი ვალდებულება შეასრულა.

ზურაბ ძლერაშვილმა განხილვის ვადებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოლეგიას არა ორი დღე, არამედ რამდენიმე თვე ჰქონდა. „თქვენ ნახავთ საქმის მასალებში რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია, კოლეგიას ჰქონდა არა ორი დღე, არამედ რამდენიმე თვის ვადა," - განაცხადა ძლიერიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×