რეზონანსი
17.03.2017

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაერთიანების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ის აგრესიული ნაბიჯები, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, საჭიროებს დაგმობას.

„ჩვენ ყველა ფორმატში, სადაც კი საქართველო-რუსეთის კონფლიქტი შეიძლება განხილული იქნას, ეს იქნება გაერო, ეუთო, ადამიანის უფლებათა კუთხით ევროპის საბჭო თუ სხვა ყველა ფორმატი, ყველგან გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის უნგრეთის მთავრობის მხრიდან, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხრიდან. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია, რომ დიპლომატიური არხებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით მოიძებნოს შესაძლებლობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების,"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×