რეზონანსი
17.03.2017

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში ვიზიტად მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი პატივს სცემს და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე განცხადებით, უნგრეთი ყოველთვის ერთხმად და ხმამაღლა საუბრობს საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე.

"ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ყველამ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი, თუკი ასე იქნება, მსოფლიო გახდება ბევრად უკეთესი ადგილი. ჩვენ ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობთ ამაზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ჩვენ სულ ვიტყვით ამას და იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება საქართველოს, ყოველთვის გავუწევთ. ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×