რეზონანსი
16.03.2017

 ვიქტორ დოლიძე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"ეს არის კიდევ ერთი მილიტარისტული ნაბიჯი ოკუპანტის მხრიდან, რომელიც მას ბუმერანგივით დაუბრუნდება. გზების გადაკეტვა, სამხედრო აღმშენებლობა არ არის ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი,"-განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე მტკიცე ნაბიჯებს დგამს და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა აქვს.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს "სამხრეთ ოსურ" მხარესთან და ხელი მოაწეროს შეთანხმებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×