რეზონანსი
16.03.2017

 დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპულმა საქართველომ" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა წარადგინა.

პრეზენტაციაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაასახელა კონკრეტული რიცხვები, რა სახის სარგებელსაც მოუტანს ეს პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტს და მოქალაქეებს.

"ევროპული საქართველოს" პროგრამის 7 პუნქტი გულისხმობს: ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი განახევრდეს; დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს, ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ; უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს; საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე, 2019 წლიდან - 12.5%-მდე, 2020 წლიდან - 10%-მდე; განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე; იმპორტის გადასახადი გაუქმდეს; საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს.

"ევროპული საქართველოს" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2 ძირითად პრინციპს - გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ევროპული საქართველო" აღნიშნულ პროგრამას პარლამენტში დღეს წარადგენს

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×