რეზონანსი
16.03.2017

 ჰავაის შტატის მოსამართლემ დონალდ ტრამპის მიერ გაცემული საიმიგრაციო ბრძანება დაბლოკა. CNN-ის ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის განკარგულების მოქმედებას აჩერებს, რომელიც ძალაში გუშინ, 15 მარტს უნდა შესულიყო.

მოსამართლის ვერდიქტს თეთრი სახლის ლიდერი უკვე გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, დერიქ უოსტონმა მოსამართლის უფლებამოსილებას გადააჭარბა.

დონალდ ტრამპმა 6 მარტს ხელი მოაწერა ახალ საიმიგრაციო განკარგულებას აშშ-ში ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ექვსი ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის დროებით აკრძალვაზე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საიმიგრაციო განკარგულების დაცვას სასამართლოში აპირებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×