რეზონანსი
15.03.2017

 აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა შეწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შენობიდან ავტომობილით გამოიყვანეს და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი მეუღლის, მალვინა ლომიძის ცნობით, ღოღობერიძეს მაღალი ტემპერატურა აქვს და ამ დროისთვის მისი დაკითხვა შეჩერებულია.

მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ღოღობერიძემ „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, შსს-ში დასაკითხად მოწმის სტატუსით დაიბარეს.

მერაბ ღოღობერიძის სახელი ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ გააჟღერა, რომელმაც აღნიშნა, რომ აჭარის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ კამპანია ღოღობერიძის დაწყებულია.

ბათუმში 11-12 მარტის მოვლენებს წინ 9 მარტს გამართული აქცია უძღოდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე და მისი 4 თანამოაზრე, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის გადადგომას მოითხოვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×