იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა. მიზეზი ევროპის საბჭოს კომიტეტის დღის წესრიგია, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის კანდიდატების სიის წარდგენის ვადად 31 აგვისტო განისაზღვრა, ხოლო კენჭისყრა საშემოდგომო სესიაზე, ოქტომბერში ჩატარდება.
იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურიგს მოსამართლეობის მუსრველთა კონკურსი თებერვალში გამოაცხადა. კონკურსის პირობების თანახმად, კანდიდატი უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე, ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ასევე მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ამრჩევმა კომიტეტმა, 24 იანვარს საქართველოდან წარდგენილი სია ჩააგდო. სიის მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატებად ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი იყვნენ წარდგენილები.
სია თავიდან არის წარსადგენი. ხელახალი კონკურსი აპრილამდე უნდა ჩატარდეს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს.