რეზონანსი
15.03.2017

 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა მიმდინარეობს. ინფორმაციას ღოღობერიძე „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისი თქმით, შსს მოწმით სტატუსით დაკითხავს.

მერაბ ღოღობერიძის სახელი ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ გააჟღერა, რომელმაც აღნიშნა, რომ აჭარის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ კამპანია ღოღობერიძის დაწყებულია.

ბათუმში 11-12 მარტის მოვლენებს წინ 9 მარტს გამართული აქცია უძღოდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე და მისი 4 თანამოაზრე, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის გადადგომას მოითხოვდნენ.

11 მარტს ბათუმში მიმდინარე აქციაზე, რამდენიმე პირი დააკავეს. მოგვიანებით, 12 მარტს გამთენიისას, აქციის მონაწილეებმა პოლიციის ეზოში შეჭრა სცადეს, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამართალდამცველებმა სულ 75 პირი დააკავეს.პატიმრობაში 7 მათგანი რჩება, ნაწილს 250-ლარიანი ჯარიმა უკვე დაეკისრა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×