რეზონანსი
14.03.2017

 ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლოს მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება საბოლოოა.მინისტრის თქმით, შესაძლოა საქმის განხილვა ეროვნულ დონეზე ხელახლა დაიწყოს.

„სტრასბურგის სასამართლო ვერ გააუქმებს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მას აქვს უფლება, მოგვთხოვოს თავიდან მოხდეს სასამართლო განხილვა, თუ ჩაითვლება, რომ სამართლიანი სასამართლოს ფლობა არის დარღვეული. თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში საქართველოს სასამართლოები ამ საქმეს თავიდან განიხილავენ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი ეჭვქვეშ ერთი წუთით არ დგას" , - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×