რეზონანსი
14.03.2017

 „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ოთარ სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გზების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი სეთურიძე ხორვატიულ საპროექტო კომპანია „IGH"-ის ლობირებს.

ოპოზიციური პარტიის ცნობით, გასულ წელს ამ კომპანიამ საზედამხედველო სამუშაოს განხორციელების უფლება ტენდერის გზით მოიპოვა. სირაძის მტკიცებით, „IGH"-ისთვის სატენდერო პირობები წინასწარ იყო ცნობილი. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, ხორვატიულ კომპანიას 40 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

„აღნიშნულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ტენდერში, სადაც უკონკურენტოდ იყო წარმოდგენილი, ხოლო სატენდერო ფასი ამ სამუშაოების შესრულებისთვის მიუთითა ზუსტად იმდენი, რამდენიც გზების დეპარტამენტს ჰქონდა განსაზღვრული. რამდენი იყო გამოყოფილი ბიუჯეტიდან ამ სამუშაოების შესასრულებლად, კომპანიისთვის ცნობილი არ უნდა ყოფილიყო" , - განაცხადა ოთარ სირაძემ.

პარტიის ინფორმაციით, მთლიანი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, რისი ზედამხედველობაც უნდა განხორციელებულიყო, შეადგენს 800 მილიონ ლარს, ხოლო კომპანია „ IGH"-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ზედამხედველობისთვის გამოყოფილი თანხა არის 40 მილიონი ლარი. როგორც წესი, ეს თანხა საერთო ღირებულების 5 % არ უნდა იყოს.

„ენმ"-ის ინფორმაციით, კომპანია „IGH"-იმ კონტრაქტორ ქართულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და და ფინანსურ ნაწილში საერთო ღირებულების 1,5%-ზე შეუთანხმდა. პარტიაში აცხადებენ,რომ გაუგებარია რაში იღებს ხორვატიული კომპანია დანარჩენ 3,5%-ს, 28 მილიონ ლარს. პარტიაში ვარაუდობენ,რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი არის სეთურიძესთან გარიგების ნაწილი და საჭიროა გამოძიების სწრაფი რეაგირება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×