რეზონანსი
14.03.2017

 მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრი ბათუმის მოვლენებს გამოეხმაურა და არეულობა სახელმწიფოს სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. პრემიერმა სამართალდამცველებს წარმატებული და ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავიდან აცილება, ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა მადლობა ვუთხრა პოლიციელებს ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის. მადლობას ვუხდი სახელმწიფო მოხელეებს, აჭარის მთავრობას, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო პროცესებში. გამოძიება მიმდინარეობს, არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა" , - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×