რეზონანსი
14.03.2017

 პრეზიდენტი „ევროპული საქართველოს" და „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილმა ე.წ მოსმენების კანონზე შეხვედრა ყველა საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა.

პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელს მოაწერს თუ მას ვეტოს დაადებს.

პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება 21 მარტამდე უნდა მიიღოს.

„როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ვეტოს უფლებას და ეს არის ძალიან მნიშნელოვანი იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას" კვლავ არ მიეცეს საშუალება, რომ უკანონო მოსმენები ანტიკონსტიტუციური მოდელით განახორციელოს" , - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა, ირაკლი აბესაძემ.

საჭიროების შემთხვევაში, „ქართული ოცნება" ვეტოს დასაძლევად მზად არის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კონსულტაციების აზრს ვერ ხედავენ.

„როდესაც წინასწარ გვეუბნებიან, რომ ვეტო უნდა დაადოს ფარული საგამოძიებო მოქმედების პაკეტს და ამ ფონზე გვთავაზობს შეხვედრას, მე მართალი გითხრათ აზრს ვერ ვხედავ" , - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×