რეზონანსი
13.03.2017

 საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ფრანსუა ფიიონი ახალ სკანდალში გაეხვა. როგორც უცხოური მედია წერს, გაირკვა, რომ ფიიონმა მეგობრისგან 13 ათასი დოლარის ღირებულების ორი კოსტიუმი მიიღო იმ დროს, როდესაც საფრანგეთის კანონმდებლობით, კანდიდატისთვის 4 ათას 600 ევროზე მეტის შეწირვა იკრძალება.

ფრანგული გამოცემა „Journal Du Dimanche"-ის ინფორმაციით საპრეზიდენტო კანდიდატმა 5 წლის განმავლობაში საჩუქრის სახით, 50 ათასამდე ევროს ღირებულების ტანსაცმელი მიიღო. მათგან თითქმის 36 ათასი ევრო ნაღდი ფულით არის გადახდილი.

ამავდროულად ფრანსუა ფიიონი ორ დღეში სასამართლოს წინაშე დასაკითხად უნდა წარდგეს. კანდიდატს მეუღლის და შვილების ფიქტიურ დასაქმებაში ადანაშაულებენ. ფიიონი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა, ამ საქმეზე უკვე დაკითხეს მისი შვილები, მეუღლე პენელოპა კი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×