რეზონანსი
13.03.2017

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებების განხილვას იწყებს. კანონპროექტის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს უფლება ექნება, მსჯავრდებულს დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელით, შინა პატიმრობით შეუცვალოს.

ასევე, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება მხოლოდ სასამართლოს ექნება. მსჯავრდებულთა გარკვეული კატეგორია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების უფლებით ისარგებლებს.

„ახალი რეგულაციები შემოდის, რომელიც ეხება პატიმრების ვადამდე გათავისუფლების წესს. ავადმყოფობის თუ ხანდაზმულობის გამო, პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას სასამართლოს მიერ და აქ იხვეწება მთელი რიგი ნორმები " , - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×