რეზონანსი
12.03.2017

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, ეს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობაა, ე.წ არჩევნებს იურიდიული ძალა და სამართლებრივი შედეგი კი ვერ ექნება.

„იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებსაც დღემდე არ ეძლევათ საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას წარმოადგენს უცხო სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვაზე" , - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისკენ და რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×