რეზონანსი
12.03.2017

 ნიდერლანდების მთავრობამ ოჯახის საქმეთა და სოციალური პოლიტიკის თურქი მინისტრი „არასასურველ უცხოელად" მიიჩნია და ქვეყნიდან მისი დეპორტაცია გადაწყვიტა. პოლიცია დაკავებულ ფატმა ბეიულ საია კაიას გერმანიის საზღვართან დააბრუნებს, საიდანაც ის ჰოლანდიაში ჩავიდა. ამის შესახებ სააგენტო „Reuters"-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

11 მარტს, ნიდერლანდების პოლიციამ როტერდამში თურქეთის საკონსულოსთან, მინისტრის კორტეჟი გააჩერა. ფატმა კაიამ გერმანიიდან ნიდერლანდებში ჩასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჰოლანდიელებმა ქვეყანაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ არ შეუშვეს.

თურქეთის პრეზიდენტმა ნიდერლანდებს ფაშიზმის გადმონაშთი უწოდა. ჰოლანდიის პრემირმინისტრმა თურქეთის ლიდერის გამონათქვამს უპასუხა და ერდოღანის განცხადებას „გიჟური" უწოდა.

ოჯახის საქმეთა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ჰოლანდიის მთავრობა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასა და ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

თურქი პოლიტიკოსები, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც თურქეთის მოქალაქეები ცხოვრობენ, მიტინგების სერიის მოწყობას გეგმავდნენ. მათ ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებული რეფერენდუმის წინ, ემიგრანტი თურქების მხარდაჭერის მოპოვება სურდათ. გერმანიის, ავსტრიის და ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებების მოწყობაზე უარი თქვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×