რეზონანსი
11.03.2017

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის" გადაცემაში სტუმრობისას ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების შესახებ განაცხადა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ჩანაწერები არ უნახავს, არის პატრიარქი.

ამ ჩანაწერებისთვის მე არც მანამდე შემიხედავს. ბუნებრივია, რომ მდომოდა, ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ არც მანამდე შემიხედავს და როცა საჯარო გახდა, არც მის მერე შემიხედავს. მე მგონი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ჩანაწერები არ უნახავს, არის პატრიარქი და მგონია, რომ ძალიან სწორს შვრება. ჩემი ინფორმაციით, არ უნახავს და სწორს შვრება. მე არ ვარ პროკურორი, მოსამართლე, კვალიფიციური, რომ ეს ჩანაწერები ვნახო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებს ჰქონდეთ გამოძიების შესაძლებლობა, ხოლო ადვოკატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის მართლების. რასაც მედიაში ვუყურებ, ძალიან გახსნილი პროცესია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×