რეზონანსი
10.03.2017

 საქართველოს პრემიერ-მინისტრამა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტარებს საპასუხო წერილი გაუგზავნა. პრემიერ-მინისტრი წერილში მადლობას უხდის ევროპარლამენტის წევრებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც საქართველოსთვის და მისი დემოკრატიული ინტერესებისთვის იჩენენ.

„თქვენ არაერთხელ გაქვთ გამოხატული, რომ მხარს უჭერთ საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს და რომ აფასებთ მნიშვნელოვან საგარეო თუ შიდა გამოწვევებთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას. ამის გათვალისწინებით, ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო 2017 წლის 7 მარტით დათარიღებული თქვენი წერილი; განსაკუთრებით გამაოცა მასში გამოთქმულმა მძიმე ბრალდებებმა."

კვირიკაშვილის თქმით, მედიის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით, არის ღირებულება, რომელსაც როგორც მთავრობა, ისე საზოგადოება, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

„სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ისტორიის არც ერთ სხვა პერიოდში არ ყოფილა შეხედულებათა ასეთი მრავალფეროვნება, აზრთა ასეთი პლურალიზმი და დაუბრკოლებელი ცხარე პოლიტიკური დებატები, რომლებსაც დღეს ვხედავთ ჩვენს მედიასივრცეში. დღეს ქართული მედია უფრო თავისუფალია ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან და უფრო თავისუფლად გამოთქვამს კრიტიკას მის მიმართ, ვიდრე ოდესმე."

კვირიკაშვილის განცხადებით, პატივისცემის მიუხედავად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა მტკიცებულების უგულებელყოფა და საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში, რაც თითქოს ემსახურება მისი მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ამ გზით დემოკრატიისა და თავისუფალი მედიისთვის დარტყმის მიყენებას, რასაც ემატება ბრალდება სასამართლოს მანიპულაციაში კონკრეტული პოლიტიკური შედეგის მიღების მიზნით - ყოველივე ეს, ჩემი აზრით, უსამართლო და უსაფუძვლოა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×