რეზონანსი
10.03.2017

 პლენარული სხდომის ფორმატში პარლამენტმა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის, რომელიც მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირებას და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას ითვალისწინებს.

ინიცირებული ცვლილებების თანახმად, სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს.

უკონტქტო პატრულირების შემოღების შემთხვევაში, პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაეგზავნება.

განხილვის პროცესში დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ ქულების განულების შემთხვევაში, მართვის უფლების ჩამორთმევისა და მძღოლის მიერ გამოცდის ხელახლა ჩაბარების ინიციატივა, მართვის უფლების შეჩერებით შეიცვალოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×