რეზონანსი
07.03.2017

 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, პრემიერმინისტრის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს.

იან კელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების აუცილებლობას და ამბობს, რომ პრემიერის ინიციატივას მიესალმება.

„საქართველო დემოკრატიული განვითარების რეალური მოდელია. ჩვენ გვაქვს ნდობა პრემიერის და მისი მთავრობის მიმართ, რომ გააგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ინსტიტუტებს შორის უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი მედია და მე მხოლოდ მივესალმები იდეას, რომ არსებობდეს ადამიანი, რომელიც მედიის თავისუფლების მიმართ ერთგული იქნება" , - განაცხადა იან კელიმ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×