რეზონანსი
07.03.2017

 მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოზურგეთის საკრებულოს შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან და ჩხრეკას აწარმოებენ. საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ,რომ არ აქვთ ინფორმაცია, რას ეძებენ სამართალდამცველები.

„gurianews"-ის ინფორმაციით გელა კობალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით 50 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავა. უწყებაში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და საგანგებო ბრიფინგს გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×