რეზონანსი
07.03.2017

 საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის დებულებაში ცვლილებები შეიტანა და მენეჯმენტის ახალი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, 2017 წლის 17 ივლისამდე არხზე ყველა გადაცემა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მანამდე კი მენეჯმენტი არხის პროგრამულ პოლიტიკას განსაზღვრავს. ახალი გადაცემები კონკურსის გზით შეირჩევა.

საბჭოს სხდომაზე განხილვას დაპირისპირებაც მოჰყვა. ბორდის წევრი, სულხან სალაძე ცდილობდა გაერკვია, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით რამდენი ადამიანის ოპტიმიზაცია უნდა მომხდარიყო.

მენეჯმენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია იგეგმება, თუმცა ეს არ იქნება მასობრივი. ამის საპასუხოდ სალაძემ განაცხადა,რომ ოპტიმიზაცია დაახლოებით 550 ადამიანს შეეხება. ადმინისტრაცია კი სალაძეს ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება. ტენდერი სავარაუდოდ ამ კვირაში გამოცხადდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×