რეზონანსი
07.03.2017

 სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ხელფასების დაგვიანებას და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.გაფიცულები აცხადებენ, რომ სამი თვეა ანაზღაურება სრულად არ მიუღიათ და იანვრის შემდეგ ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი აიღეს.

მუშები კუთვნილი ხელფასის გარდა, შრომითი ანაზღაურების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც მოითხოვენ. ავტობანზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია.

გაფიცულების მოთხოვნებს დღეს „ალტკომში" უპასუხეს. სამშენებლო კომპანიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იანვრის ხელფასი უკვე დაირიცხა, დარჩენილი დავალიანება კი მალე ანაზღაურდება. დამსაქმებლების განცხადებით, თანამშრომლებთან ხელშეკრულებები დადებულია და სამუშაო პირობებიც შესაბამისია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×