რეზონანსი
07.03.2017

 ფინანსურმა პოლიციამ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე, მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურებში 1500 აშშ დოლარის ოდენობის, ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები მოტყუებით გაასაღეს.

ჩხრეკის შედეგად ყალბი კუპიურები ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×