რეზონანსი
06.03.2017

 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რაგბი ევროპის გათამაშებაში, ესპანეთის ნაკრები 20:10 დაამარცხა და გათამაშებაში 14 ქულით ლიდერობს. "ბორჯღალოსნებმა" წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის მეორე ნახევარში მობილიზება მოახერხეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.

ლელოები გიორგი თხილაიშვილს და სოსო მათიაშვილს ეკუთვნით.მერაბ კვირიკაშვილმა ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა.

მილტონ ჰეიგის გუნდი მორიგ მატჩს რუსეთის ნაკრებთან გამართავს. "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 12 მარტს „დინამო არენაზე" უმასპინძლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×