რეზონანსი
06.03.2017

 საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა ამ დროისთვის შეჩერებულია. მოქმედი საეთერო ბადე ეთერში 17 ივლისამდე დარჩება. შემდეგ კი გადაცემების შერჩევის მიზნით, კონკურსი გამოცხადდება.ამის შესახებ „ღია საზოგადოება საქართველოს" მედიაკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ახალი გეგმის მიხედვით, გაუქმდება ე.წ შუქნიშნის სისტემა, სადაც გადაცემები რეიტინგის მიხედვით იყო დალაგებული.ახალი მენეჯმენტის ახალ გეგმაზე, ხვალ ბორდის სხდომაზე იმსჯელებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერის, დოდო შონავას თქმით, ე.წ. რეფორმის გადავადება არ არის გარანტია, რომ 1 თვის წინ გაჟღერებული გეგმა 17 ივლისის შემდეგ არ განხორციელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×