საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით დეკანოზის საქმეზე პატრიარქის მდივანი, შორენა თეთრუაშვილი პარასკევს დაკითხეს. მას მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
საგამოძიებო ორგანოში დეკანოზის საქმიანობასთან კავშირში მყოფი საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეულების რამდენიმე თანამშრომელიც დაკითხეს. ისინი სასულიერო პირები არ არიან.
იურისტი დაკითხვის პროცესს არ დასწრებია და არ საუბრობს, რა კითხვები დაუსვა პროკურატურამ საპატრიარქოს თანამშრომლებს. თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავს,რომ ე.წ. ციანიდის საქმის გარდა საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე დაეკითხათ.
„დაკითხვებს არ დავსწრებივარ. კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. ეს ადვოკატის უფლებაა, მიმართოს პროკურატურას და მიიღოს სრული ინფორმაცია, ვინ დაიკითხა, რა ჩვენება მისცა", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.