რეზონანსი
05.03.2017

 ევროპარლამენტის წევრი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი პოლონეთის მთავრობამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის შემცვლელად ოფიციალურად წარადგინა.

მას შემდეგ, რაც იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კანდიდატურად წარადგინეს, ის საკუთარი პარტიიდან "სამოქალაქო პლატფორმა" გარიცხეს, რაც ნიშნავს, რომ იგი გაირიცხა ევროპის სახალხო პარტიიდანაც. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ტუსკის მეორე ვადით არჩევა სურდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპული საბჭოს შესაძლო მომავალი პრეზიდენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს. მიზეზი „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×