რეზონანსი
05.03.2017

 გამომძიებლებმა 34 წლის მამაკაცი კანაფის მცირე ოდენობის ქონის გამო დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უკვე მეორეჯერ არის დაკავებული. კანონის მიხედვით, პირველ ჯერზე 5 გრამამდე კანაფის ქონისთვის 500-ლარიანი ჯარიმას გათვალისწინებული, ხოლო განმეორებით შემთხვევაში ნივთიერების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა ჩხრეკა ორდერის წარდგენის გარეშე დაიწყეს. მოგვიანებით კი განმარტეს, რომ ჩხრეკა გადაუდებლობიდან გამოდინარე ორდერის გარეშე დაიწყო, თუმცა გამომძიებლები არ ასახელებენ, თუ რატომ იყო ეს საქმე გადაუდებელი.

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი პოლიციაშია გადაყვანილი და მას სავარაუდოდ ამ წუთებში კითხავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ნარკოტესტირებაზე უარს აცხადებს.

ოჯახის უფროსის, დავით ზაუტაშვილის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლებს არავითარი ნარკოტიკული საშუალება არ უნახავთ, ხოლო ნანახი ნივთიერებები ძაღლის საჭმელი და ე.წ. დინდგელია.

შინაგან საქმეთა სამინიტროში კი აცხადებენ, რომ გამომძიებლებმა დააკავეს მოქალაქე, რომელსაც ჩხრეკისას აღმოაჩნდა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×